სასწავლო პროექტი “Significant People of My Country”
სამტრედიის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კრავეიშვილის მიერ 2019 წ აპრილის თვეში ორგანიზებული სასწავლო პროექტის გეგმა
“Significant People of My Country”
1
|
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
ინგლისური ენის გაკვეთილზე, რომლის თემა იყო “Famous People" მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ და სურვილი გამოთქვეს მეტი ინფორმაცია მიეღოთ გამოჩენილი ადამიანების შესახებ, განსაკუთრებით გამოჩენილ ქართველებზე, შორის კერძოდ Niko Nikoladze-ზე. გადავწყვიტე, მათი სურვილები დამეკმაყოფილებინა და ხელმძღვანელობა გამეწია სასწავლო პროექტისთვის: “Significant People of My Country”
კლასში გაიმართა დისკუსია, გადაწყდა, რომ დავიწყოთ განხორციელება სასწავლო პროექტისა “Significant People of My Country”რომელიც დასრულდება 2018 წ ნოემბრის თვეში.
| |
2
|
საგნები
|
ინგლისური ენა, ისტორია, ისტ-ი,
| |
3
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
3 კვირა
| |
4
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ ადამიანთა შესახებ;
განავითარონ ინგლისურ ენაზე ზეპირ მეტყველების უნარი, შეძლონ მოსმენილის, წაკითხულის ინგლისურ ენაზე გადმოცემა;
შეძლონ თავიანთი ცოდნის გამოვლენა და შეასრულონ ინგლისურენოვანი გიდის როლი ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში;
შეძლონ საპრეზენტაციო სლაიდების დამზადება;
შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
| |
5
|
საჭირო
რესურსი
|
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები.
| |
6
|
შედეგები და ინდიკატორები
|
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცნობ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა სახის ინგლისურენოვანი ტექსტები და გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე თავისუფლად და ლოგიკურად გამართულად გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
| |
7
|
21-ე საუკუნის უნარები
ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
ზოგადი კითხვები
რა იცი ნიკო ნიკოლაძის შესახებ?
შინაარსობრივი კითხვა:
მაგალითად: რა როლი მიუძღვის ნიკო ნიკოლაძეს საქართველოს განვითარებაში?
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
· განსახორციელებელი პროექტის ,, Significant People of My Country" მიმართ მოსწავლეთა ინტერესების პროვოცირება და გაძლიერება, მოეწყო საკლასო დისკუსია;
· მოვიმარაგეთ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი. ლიტერატურის მოძიება და გაცნობა ნიკო ნიკოლაძეზე;
· კლასი დაიყო ჯგუფებად, პროექტზე მუშაობისას შესასრულებელი დავალებების გადანაწილდა ყველა ბავშვისთვის თანაბრად, მოსწავლეებმა ერთად დაიწყეს კედლის გაზეთისთვის მასალის მოძიება;
II კვირა
· მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია ზემოაღნიშნულ თემაზე; და დავიწყეთ მასალების დამუშავება ისტ – ის გამოყენებით; ვიდეო რგოლის და პრეზენტაციის მომზადება;
· შევქმენით საპრეზენტაციო სლაიდები, ნახატები და გამოვუშვით კედლის გაზეთი;
III კვირა
· პროექტის ბოლოსთვის დაგეგმილ გასვლით ექსკურსიისათვის ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმში დავალების გადანაწილება მოსწავლეებში. ვიდეო რგოლის მომზადება, ბოლოს კი გავედით ექსკურსიაზე ნიკო ნიკლაძის სახლმუზეუმში.
· განხორციელებული სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, და მოვახდინეთ შეფასება და თვითშეფასება
| |
პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) გავეცანი ახალ საინტერესო ინფორმაციებს ნიკო ნიკოლაძის შესახებ;
ბ) ჩემთვის ყველა ინფორმაცია უკვე ნაცნობი იყო.
გ) პროექტი ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
ჩატარებული პროექტით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო ვარ.
| ||
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
· მოსწავლეთა ჩართულობა;
· მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
· ცოდნის გამოვლენის უნარი;
· გამოხმაურება მშობლების.
თვითშეფასება
· შევძელი თუ არა პროექტით დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
· რომელი აქტივობები ვერ განვახორციელე და რატომ?
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
· რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები, მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელონ მუშაობა.
· რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარები, შეუძლიათ უკეთ და უშეცდომოდ გამოთქვან საკუთარი აზრი წერილობით.
· ხომ არ მომხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მოდიფიცირება არ მომხდარა.
· რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
აღნიშნული თემის მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი უფრო განვავითარო, ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კრავეიშვილი
| ||
No comments:
Post a Comment