VII კლასში განვახორციელე პროექტი “The Most Dangerous Animals”





სამტრედიის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კრავეიშვილის მიერ 2019 წ ორგანიზებული სასწავლო პროექტის გეგმა
“The Most Dangerous Animals”
1
|
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
ინგლისური ენის გაკვეთილზე ახალი მასალის შესწავლისას მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ, სურვილი გაუჩნდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ “The Most Dangerous Animals”-ზე. გადავწყვიტე, მათი სურვილები დამეკმაყოფილებინა და ხელმძღვანელობა გამეწია სასწავლო პროექტისთვის: “The Most Dangerous Animals”
კლასში გაიმართა დისკუსია, გადაწყდა, რომ დავიწყოთ განხორციელება სასწავლო პროექტისა ““The Most Dangerous Animals”რომელიც დასრულდება 2019წ .
| |
2
|
საგნები
|
ინგლისური ენა, ისტ-ი,
| |
3
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
3 კვირა
| |
4
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია “The Most Dangerous Animals” შესახებ;
განავითარონ ინგლისურ ენაზე ზეპირ მეტყველების უნარი, შეძლონ მოსმენილის, წაკითხულის ინგლისურ ენაზე გადმოცემა;
შეძლონ თავიანთი ცოდნის გამოვლენა მათთვის საგანგებოდ მოწყობილ ვიქტორინაზე;
შეძლონ საპრეზენტაციო სლაიდების დამზადება;
შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
| |
5
|
საჭირო
რესურსი
|
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები.
| |
6
|
შედეგები და ინდიკატორები
|
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცნობ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა სახის ინგლისურენოვანი ტექსტები და გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე თავისუფლად და ლოგიკურად გამართულად გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
| |
7
|
21-ე საუკუნის უნარები
ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
ზოგადი კითხვები
რა იცი “The Most Dangerous Animals”შესახებ?
შინაარსობრივი კითხვა:
მაგალითად: რა გინდა იცოდე “The Most Dangerous Animals” -ის შესახებ?
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
· განსახორციელებელი პროექტის “The Most Dangerous Animals” მიმართ მოსწავლეთა ინტერესების პროვოცირება და გაძლიერება, მოეწყო საკლასო დისკუსია;
· მოვიმარაგეთ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი. ლიტერატურის მოძიება და გაცნობა საკითხებზე “The Most Dangerous Animals”
· კლასი დაიყო ჯგუფებად, პროექტზე მუშაობისას შესასრულებელი დავალებების გადანაწილება ყველა ბავშვისთვის თანაბრად, მოსწავლეებმა ერთად დაიწყეს კედლის გაზეთისთვის მასალის მოძიება;
II კვირა
· მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია ზემოაღნიშნულ თემაზე; და დავიწყეთ მასალების დამუშავება ისტ – ის გამოყენებით; ვიდეო რგოლის და პრეზენტაციის მომზადება;
· შევქმენით საპრეზენტაციო სლაიდები, ნახატები და გამოვუშვით კედლის გაზეთი;
III კვირა
· პროექტის ბოლოსთვის დაგეგმილ გასვლით ექსკურსიისათვის დავალების გადანაწილება მოსწავლეებში. ვიდეო რგოლის მომზადება, ვიყავით ექსკურსიაზე სახლმუზეუმში.
· განხორციელებული სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, შევავსე შეფასების რუბრიკები, შევადგინე პროექტის რეფლექსია.
| |
პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) გავეცანი ახალ საინტერესო ინფორმაციებს “The Most Dangerous Animals” -ის შესახებ;
ბ) ჩემთვის ყველა ინფორმაცია უკვე ნაცნობი იყო.
გ) პროექტი ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
ჩატარებული ვიქტორინით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო ვარ.
| ||
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
· მოსწავლეთა ჩართულობა;
· მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
· ცოდნის გამოვლენის უნარი;
· გამოხმაურება მშობლების.
თვითშეფასება
· შევძელი თუ არა პროექტით დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
· რომელი აქტივობები ვერ განვახორციელე და რატომ?
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
· რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები, მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელონ მუშაობა.
· რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარები, შეუძლიათ უკეთ და უშეცდომოდ გამოთქვან საკუთარი აზრი წერილობით.
· ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მოდიფიცირება არ მომხდარა.
· რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
აღნიშნული თემის მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი უფრო განვავითარო, ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კრავეიშვილი
| ||

.




No comments:
Post a Comment