Save the Earth

სამტრედიის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კრავეიშვილის მიერ   2019 წ აპრილის თვეში  ორგანიზებული სოციალური  პროექტის გეგმა
Save the Earth"
1
პრობლემის    განსაზღვრა და მისი აქტუალობა
     ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა დედამიწა დიდი პრობლემის წინაშე დგას. თუ არ მივიღეთ დროულად ზომები ეკოლიგიური  კატასტროფა გარდაუვალია. აუცილებელია ხალხი ინფორმირებული იყოს ამ პრობლემების შესახებ და ავამაღლოთ მათი ცნობიერება, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ ვიხსნათ კატასტროფისგან დედამიწა  და გადავარჩინოთ იგი. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს   სურვილი გაუჩნდათ მოეწყოთ აქცია-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.  გადავწყვიტე, მათი სურვილები დამეკმაყოფილებინა და ხელმძღვანელობა  გამეწია  სოციალური პროექტისთვის:  Save the Earth"
    კლასში გაიმართა დისკუსია,  გადაწყდა,  რომ დავიწყოთ განხორციელება სოციალური  პროექტისა  Save the Earth", რომელიც დასრულდება 2019 წ  22 აპრილს.
2
საგნები
          ინგლისური ენა, ისტ-ი, გეოგრაფია
3
პროექტის                 ხანგრძლივობა
             3   კვირა
4










პროექტის მიზანი




         
  •     მოსწავლეებმა და ქალაქის მოსახლეობამ  მიიღონ  ინფორმაციები როგორ მოვუაროთ დედამიწას, როგორ დავიცვათ ის დაბინძურებისაგან, როგორ გამოვიყენოთ რესურსები და წიაღისეული სიმდიდრეები მიზნობრივად, ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს პლანეტას;
  •      განავითარონ ინგლისურ ენაზე ზეპირ მეტყველების უნარი, შეძლონ მოსმენილის, წაკითხულის ინგლისურ ენაზე გადმოცემა;
  •       შეძლონ საპრეზენტაციო სლაიდების, პოსტერებისა და ფლაიერების  დამზადება;
  •     შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
5

საჭირო
 რესურსი
            ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები, კარგად ილუსტრირებული საბავშვო ენციკლოპედიები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები.
6
შედეგები და ინდიკატორები
      მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  უცნობ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა სახის ინგლისურენოვანი ტექსტები და გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე თავისუფლად და ლოგიკურად გამართულად გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

  მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
  მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
7
21-ე საუკუნის უნარები



ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
-ცოდნის კონსტრუირება
 ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები

ზოგადი კითხვები
რა იცი, ან გგონია რომ იცი   დედამიწის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვა:
მაგალითად:  როგორ უნდა მოვუაროთ დედამიწას?


პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა











პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I    კვირა
·        განსახორციელებელი პროექტის  Save the Earth" მიმართ მოსწავლეთა ინტერესების პროვოცირება და გაძლიერება,   მოეწყო საკლასო დისკუსია;
·         მოვიმარაგეთ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი. ლიტერატურის მოძიება და გაცნობა   საკითხებზე  Save the Earth"
·         კლასი დაიყო ჯგუფებად, პროექტზე მუშაობისას შესასრულებელი დავალებების  გადანაწილება   ყველა  ბავშვისთვის  თანაბრად, მოსწავლეებმა ერთად დაიწყეს კედლის გაზეთისთვის მასალის მოძიება; 
II   კვირა
·         ვნახეთ  შექმნილი სასწავლო შემეცნებითი ფილმები ეკოლოგიური მდგომარეობა დედამიწაზე,-შვიდი სერია, განვიხილეთ აღნიშნული ფილმები.
·  
მოვიძიეთ სხვადასხვა ინფორმაცია ზემოაღნიშნულ თემაზე; და დავიწყეთ მასალების დამუშავება ისტის გამოყენებით; 

·         შევქმენით საპრეზენტაციო სლაიდები,  ნახატები დედამიწის თემაზე და გამოვუშვით კედლის გაზეთი;
III   კვირა
·       პროექტის  ბოლოსთვის  დაგეგმილ  გასვლით  ღონისძიებისთვის  დავალების    გადანაწილება მოსწავლეებში.  ვიდეო რგოლის მომზადება,  ჩავატარეთ მსვლელობა  ქალაქის ქუჩებში.
·  განხორციელებული სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, შევავსე შეფასების რუბრიკები, შევადგინე პროექტის რეფლექსია.

პროექტის მონიტორინ
გი




შეფასება და
თვითშეფასება
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) გავეცანი ახალ საინტერესო ინფორმაციებს მზის სისტემისა და დედამიწის შესახებ;
ბ) ჩემთვის ყველა ინფორმაცია უკვე ნაცნობი იყო.
გ) პროექტი ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
ჩატარებული ვიქტორინით  კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო ვარ.

შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით




















·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·         მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
·         ცოდნის გამოვლენის უნარი;
·         გამოხმაურება მშობლების.
თვითშეფასება
·         შევძელი  თუ არა პროექტით დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·         რომელი აქტივობები ვერ განვახორციელე  და რატომ?
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები, მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელონ მუშაობა, კერძოდ, ახლა შეისწავლონ ის ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც დედამიწაზე ხდება. 
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარები, შეუძლიათ უკეთ და უშეცდომოდ გამოთქვან საკუთარი აზრი წერილობით.
·         ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მოდიფიცირება არ მომხდარა.
·         რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
აღნიშნული თემის მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი უფრო განვავითარო, ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი.
პროექტის ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კრავეიშვილი





პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია
ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსებულია სკოლის გვერდზეც   სადაც ნათქვამია, რომ ,,ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა თამარ კრავეიშვილმა, პროექტებით სწავლების ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოაწყვეს აქცია-მსვლელობა ,,გადავარჩინოთ დედამიწა" . მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობას დაურიგეს საკუთარი ხელით დამზადებული ფლაიერები, რომლებშიც ეწერა, თუ რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა გარემოს დასაცავად. მოსწავლეებმა დაამზადეს ვიდეო რგოლიც და მოაწყვეს სკოლაში მისი ჩვენება".

No comments:

Post a Comment